GE
15 აპრილი, 2016 17:49

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეემა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში გაიმარჯვეს

მოსწავლეებში აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას ეხმარება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქის’’ მიერ ორგანიზებული სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა.

საქართველოს გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართა მეორე ტურის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება, წარმატებულთა შორის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ოთხი მოსწავლეა:

  • ნიკიტა ტრიპატჰი
  • გიორგი გიორგაძე
  • ანა ოსიაშვილი
  • ნინო ქერდიყოშვილი

მათ საპატიო სიგელები და პლანშეტები საზეიმო ვითარებაში გადასცა საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებას!

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS