ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლემ ინგლისური ენის მართლწერის ნაციონალურ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა
მართლწერის ნაციონალური კონკურსი ინგლისურ ენაში – NESC, ამერიკის საელჩოს თაოსნობით ყოველწლიურად იმართება. მასში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ათასობით მოსწავლე იღებს მონაწილეობას და ერთმანეთს ინგლისური სიტყვების მართლწერაში ეჯიბრება. კონკურსი სამეტაპიანია: სასკოლო, საქალაქო და რესპუბლიკური. თითოეული ტურის გამარჯვებულები გადადიან შემდეგ ტურში.
2018 წლის 27 აპრილს, ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩატარდა. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლემ ლონდა ჩოკოშვილმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და X-XII კლასელთა შორის მთელი საქართველოს მასშტაბით II ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ NESC-ს ეროვნულ კონკურსზე მხოლოდ 2 გამარჯვებული ვლინდება და სასიხარულოა რომ ერთ-ერთი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლე, ლონდა ჩოკოშვილია.
დღის ბოლოს გაიმართა საზეიმო ცერემონია, სადაც მონაწილეები სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დააჯილოდოვეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ 6-8 კლასებში ჩატარებულ ფინალურ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე მარიამ ბარადქი.
სკოლა ულოცავს ლონდას და მარიამს ამ უდიდეს გამარჯვებას!