26 იანვარი, 2018 15:38
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლემ კინგსის ოლიმპიადაში გამარჯვება მოიპოვა
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის II კლასის მოსწავლემ, ალექსანდრე ფეიქრიშვილმა (კლასის დამრიგებელი – ეკა კვირკველია) გამარჯვება მოიპოვა კინგსის ოლიმპიადაში. მას ჯილდოდ გადაეცა საგზური წყალტუბოს შემეცნებით ბანაკში და საჩუქარი ელექტრონული წიგნების სახლისგან ,,საბა’’.
ალექსანდრემ ასევე გაიმარჯვა ევერესტის ოლიმპიადის ოქროს ტურში და გადაეცა ნოუთბუქი. აღნიშნულ ოლიმპიადაში 12 000 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით.
სკოლა ულოცავს მათს მოსწავლეს ამ გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს.