GE
30 მარტი, 2020 13:06

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა მშობლების პოზიტიური გამოხმაურებები ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში 16 მარტიდან ონლაინ სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისოდ აღიარებული ZOOM-ის პროგრამის გამოყენებით, რა მიზნითაც გადამზადდა სკოლის ყველა მასწავლებელი.

სკოლის მიერ ონლაინ სწავლებაზე ოპერატიულ და ორგანიზებულ გადასვლას მშობლების მხრიდან არა ერთი დადებითი შეფასება მოჰყვა.

სკოლის მოსწავლეების მშობლების შეფასებები ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით ასეთია:

ნინი ბურდული: ,,ჩემი შვილი მოხიბლულია ონლაინ სწავლებით, შინაარსის გარდა ფორმაც ძალიან მისაღები და საინტერესოა არა მარტო ბავშვებისათვის, მე ვფიქრობ, მშობლებისთვისაც’’.

ლიკა ჯაჯანიძე: ,,ძალიან კმაყოფილი ვარ და მივესალმები ჩვენი სკოლის მიერ შემოთავაზებულ  ონლაინ სწავლებას. მომწონს თქვენი ჩართულობა სწავლების მხრივ, არ აძლევთ მოზარდებს მოდუნების საშუალებას. რადგან არსებული ვითარება მსოფლიოში და საქართველოში ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ფსიქიკაზე’’.

თეა გოგსაძე: ,,ონლაინ სწავლება ნამდვილად ვერ შეგვიცვლის სტანდარტული სკოლის გაკვეთილებს და ვერც ისეთი შედეგი ექნება, მაგრამ სხვა სკოლებთან შედარებით გაცილებით კარგად მობილიზებულნი აღმოჩნდნენ ჩვენი მასწავლებლები და ბავშვებიც. მშობლებიც და შვილებიც მეტად კმაყოფილები ვართ’’. 

მარიამ ბანძელაძე: ,,კარგად ვიცი რა შრომაა ეს ონლაინ გაკვეთილები, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ბავშვების ასაკს. დიდი მადლობა ყველა მასწავლებელს. ჩემი შვილს ძალიან მოსწონს და  ყოველდღე ხალისით ელოდება გაკვეთილებს’’. 

მედეა მენაბდიშვილი: ,,ონლაინ გაკვეთილები ტარდება სრულფასოვნად, ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს სკოლას და მთელს კოლექტივს’’. 

ირმა ჭიღლაძე: ,,მადლობა სკოლას და თითოეულ ჩვენს მასწავლებელს მართლაც ოპერატიული ადაპტირებისთვის ახალ სიტუაციასთან. ჩვენც – დედაც და შვილებიც ძალიან კმაყოფილები ვართ. როგორც ვატყობ, მშვენივრად ითვისებენ ახსნილსაც და დავალებებსაც დაუზარელად ასრულებენ. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას!’’. 

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS