1 ოქტომბერი, 2019 15:55
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს. სკოლის დირექცია ულოცავს მათ ამ წარმატებას.
“ვულოცავთ ჩვენი სკოლის პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის ოფიციალურ მინიჭებას, თუმცა აღვნიშნავ, რომ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში უკლებლივ ყველა პედაგოგი ოფიციალური აღიარების გარეშეც საუკეთესოა. ყოველწლიურად ამაზე მათი მოსწავლეების მიერ მიღწეული შედეგები მეტყველებს”, – აღნიშნა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორმა მამუკა მესხიშვილმა.