29 ნოემბერი, 2016 16:03
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის სახელით საქართველოს ნაკრები IJSO ოლიმპიადაზე პირველად მონაწილეობს
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის სახელით საქართველოს ნაკრები ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადა IJSO-ზე პირველად მონაწილეობს, რომელიც წელს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე იმართება.
საქართველოს გუნდის ღირსებას დაიცავენ:
- თემურ ბარქაია – ქიმია
კონსტანტინე ქერდიყოშვილი – ქიმია - ნიკა ღვინიაშვილი – ფიზიკა
ნათია კობახიძე – ფიზიკა - ქეთევან კუზანოვი – ბიოლოგია
ლონდა ჩოკოშვილი – ბიოლოგია
ამ მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ახალგაზრდა შემოქმედთა სამეცნიერო ცენტრის – ,,პროგრესისა’’
(ხელმძ. – გიორგი ლასხიშვილი) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებულ მოსწავლეთა გუნდურ კონკურსში.
ინდონეზიის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს უხელმძღვანელებენ მამუკა მესხიშვილი და სალომე ხეცურიანი.