GE
23 თებერვალი, 2018 17:58

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის XII კლასის მოსწავლეები განთლების მე-8 საერთაშორისო გამოფენას დაესწრნენ

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის XII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ მე-8 საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების გამოფენას, რომელიც გაიმართა 23 თებერვალს საგამოფენო ცენტრში “ექსპო-ჯორჯია“.

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ საქართველოში და საზღვარგარეთ სწავლების, საბაკალავრო, პროფესიული, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სხვადასხვა პროგრამის შესახებ.

აღსანიაშნავია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციას და ასევე ეხმარება მათ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS