GE
30 იანვარი, 2017 10:38

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა და მისი მოსწავლეების წარმატებების უწყვეტი ჯაჭვი

მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ფაკულტეტები ძირითადად ორ დიდ ჯგუფად იყოფა-STEM და Liberal Arts-ის მიმართულებებად.

STEM – (Science, Technology, Engineering and Math)
მსოფლიოში აქტუალური და პოპულარული ტერმინი „STEM“ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და მათემატიკას მოიცავს.

Liberal Arts- თავისუფალი მეცნიერებების სწავლების მიზანია, მოსწავლეს მისცეს ფართო განათლება და ცოდნა, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების შესახებ.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები ღირსეულად აბარებენ ორივე მიმართულებით. ამაში მათ, უპირველეს ყოვლისა, ეხმარება საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მონაწილეობა. ჩვენი სკოლა არის მოსწავლეთა სამი საერთაშორისო კონფერენციისა და ოლიმპიადის წევრი. ესენია-Intel ISEF, ICYS და IJSO.

Intel ISEF (საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო გამოფენა) არის მსოფლიოში მოსწავლეთა უდიდესი კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად იმართება ამერიკის სხვადასხვა შტატში. მასში დაახლოებით 100 ქვეყნის 2000-მდე მოსწავლე მონაწილეობს. კონფერენცია მოიცავს ყველა სასკოლო საგანს.

ICYS -ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მასში 37 ქვეყანაა გაწევრიანებული. ჩვენი სკოლა დაარსების დღიდან მისი წევრია.

IJSO – ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადა არის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ერთობლივი ოლიმპიადა. მასში 60 ქვეყანა მონაწილეობს. იგი ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მისი სპონსორია Microsoft.

სამივე კონკურსში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა საქართველოს ნაკრების სახელით გამოდის და ყოველწლიურად 30 მოსწავლის გაყვანა შეუძლია. საქართველოს არცერთ სხვა სკოლას არ აქვს მსგავსი შესაძლებლობები.

სკოლა ასევე არის წევრი ამერიკის მათემატიკური საზოგადოების Mu Alpha Theta-ს, რომლის მათემატიკურ ოლიმპიადებში გამარჯვება ეხმარება მოსწავლეს აშშ-ს უნივერსიტეტებში გრანტის აღებაში.

პირდაპირი ორმხრივი ურთიერთობები წამყვან უნივერსიტეტებთან და აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა არის გარანტია იმისა, რომ ამ სკოლის აბიტურიენტები დაფინანსებას მოიპოვებენ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. მათი პარტნიორი უნივერსიტეტებიდან გამოვყოფთ:

STEM-ის მიმართულებით 
• Tartu Technology University (ესტონეთი)
• San Diego State University (აშშ-საქართველო)
Liberal Arts-ის მიმართულებით
• LCC International University (ლიტვა)
• Tallin University (ესტონეთი)

მხოლოდ შარშან სკოლის კურსდამთავრებულებმა მოიპოვეს 100%-იანი და 50%-იანი გრანტები ტარტუს, სან დიეგოსა და ლიტვის უნივერსიტეტბში.

სკოლა, გერმანული ენის დანერგვის შემდეგ, აქტიურად ჩაერთო პროგრამაში „Studienbrücke Deutschland“, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს კურსდამთავრებულებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე განაგრძონ სწავლა გერმანიის უნივერსიტეტებში როგორც STEM-ის, ასევე Liberal Arts-ის მიმართულებით.

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში IV კლასიდან ინგლისურ ენასა და მათემატიკაში მოქმედებს საშაბათო სკოლები, ხოლო IX კლასიდან ყალიბდება STEM-ის და Liberal Arts-ის ჯგუფები. სკოლაში მოსწავლეები ყოველ შაბათს ინტენსიურად ემზადებიან საერთაშორისო დონის შესაბამისად.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS