ქართულ-ამერიკულმა სკოლამ ახალი სასწავლო წელი სიახლით დაიწყო
ქართულ-ამერიკულმა სკოლამ ახალი სასწავლო წელი სიახლით დაიწყო. სკოლა SAT (Scholastic Assessment Test) გამოცდის ორგანიზატორი გახდა.
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს SAT-ის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩაბარების შესაძლებლობა ეძლევა. SAT არის საერთაშორისოდ აღიარებული ტესტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს ინგლისური ენის ცოდნა და რამდენად ეფექტურად შეგიძლიათ ამ ცოდნის გამოყენება შესაბამის ვითარებაში.
ტესტი ამოწმებს თქვენი კითხვის, წერისა და მათემატიკურ პრობლემებზე მუშაობის უნარებს. სტუდენტების უმეტესობა SAT-ს აბარებს სკოლის დამამთვრებელ კლასებში. ამერიკის თითქმის ყველა უნივერსიტეტი და კოლეჯი ეყრდნობა SAT-ის შედეგებს ბაკალავრიატზე მისაღები გამოცდების დროს.
უნივერსიტეტები ადარებენ SAT-ს ტესტზე მიღებულ ქულას და სკოლის დამამთავრებელი კლასების აკადემიური საგნების წლიურ ქულებს, რომელთა კომბინაციაც განსაზღვრავს სტუდენტის მოსალოდნელ აკადემიური წარმატების პროგნოზს,თუ როგორ დაძლევს უნივერსიტეტის პროგრამას.