GE
13 იანვარი, 2016 16:02

ქართულ-ამერიკულმა სკოლამ გაფართოების მიზნით სამსართულიანი შენობა შეიძინა

ქართულ-ამერიკული სკოლის ვაკის ფილიალმა გაფართოების მიზნით შეიძინა ახალი ფართი  ვაკეში, ჭავჭავაძის 44-ში. შენობა სამსართულიანია, ადაპტირებული სასწავლო გარემოთი და 600 კვ.მ. დამოუკიდებელი ეზოთი.

2016-2017 სასწავლო წელს საბაზო და საშუალო საფეხურზე ისწავლის 200 მოსწავლე. სკოლა შეინარჩუნებს პროფილს (გაძლიერებული ფიზიკა, მათემატიკა და ინგლისური ენა).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სკოლის ვებგვერდი

ქართულ-ამერიკული სკოლა