ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ კერძო სკოლების სექტორში ოქროს რეიტინგი დაიმსახურა
ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირი ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოს საწარმოთა საქმიანობის საერთო სახელმწიფო ფინანსურ-ეკონომიკურ ანალიზს. საწარმოთა რეიტინგები დგინდება შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით:
- თანამშრომელთა რაოდენობა
- თანამშრომელთა საშუალო ხელფასი
- საწარმოს ბრუნვა
სექტორების მიხედვით საწარმოებს ენიჭებათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს რეიტინგები. წელს კერძო სკოლების სექტორში ჩვენმა სკოლამ – ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ ოქროს რეიტინგი დაიმსახურა.
სკოლას მიენიჭა ,,დარგის ლიდერი’’-ს წოდება, ორდენი – ,,ეკონომიკის ვარსკვლავი’’ და მედალი ,,პროფესიული დამსახურებისთვის’’. სკოლის დირექტორს ბატონ მამუკა მესხიშვილს გადაეცა 2016 წლის საუკეთესო სპეციალისტის და საუკეთესო სკოლის დირექტორის წოდება.
გთავაზობთ თბილისის ლიდერი – ტოპ 10 კერძო სკოლის ჩამონათვალს:
რეიტინგი ოქრო
- ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა
- ევროპული სკოლა
- ახალი სკოლა
- მწიგნობართუხუცესი
რეიტინგი ვერცხლი
- მთიები
- პრომეთე
- ამერიკული აკადემია
რეიტინგი ბრინჯაო
- ევროპული სასწავლებელი
- ბრიტანულ-ქართული აკადემია
- ქართული სასწავლებელი
საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ბათუმის ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრში’’ 2016 წლის 27 მაისს.