GE
20 აპრილი, 2020 11:20

ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ სასიხარულო ინფორმაცია მიიღო გერმანიიდან

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორმა, მამუკა მესხიშვილმა, როგორც საქართველოს ოფიციალურმა კოორდინატორმა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე – IJSO-ზე მოწვევა მიიღო გერმანიიდან, ფრანკფურტიდან, სადაც აღნიშნული ოლიმპიადა 2-12 დეკემბერს გაიმართება.

საქართველო ერთ-ერთია ოლიმპიადაზე დაშვებულ 50 მონაწილე ქვეყანას შორის. ჩვენს ქვეყანას მონაწილეობის უფლება აღნიშნულ ოლიმპიადაზე ნაჩვენები გამორჩეული შედეგების გამო მიენიჭა.

საქართველო IJSO-ზე 2016 წლიდან იღებს მონაწილეობას:

  • 2016 წელი – ბალი, ინდონეზია
  • 2017 წელი – ნაიმეგენი, ჰოლანდია
  • 2018 წელი – გაბორონე, ბოტსვანა
  • 2019 წელი – დოჰა, ყატარი
ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS