10 თებერვალი, 2020 15:51
ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ TOEFL-ის ცენტრიდან საერთაშორისო გამოცდების ჩატარების შესახებ ახალი ლიცენზია მიიღო
ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ TOEFL-ის ცენტრიდან სკოლაში საერთაშორისო გამოცდების ჩატარების შესახებ ახალი ლიცენზია მიიღო.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ერთადერთი სკოლაა საქართველოში, რომელსაც მინიჭებული აქვს ამერიკული ორგანიზაციის ETS (Educational Testing Service) ლიცენზია, რის საფუძველზეც ვატარებთ TOEFL IBT, GMAT, GRE, PREXIS, TOEIC გამოცდებს.