29 მარტი, 2017 13:57
ქართული-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ამერიკულ სამეცნიერო პროექტში „თოვლის სკოლა“ მონაწილეობა მიიღეს
ქართული-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ამერიკულ სამეცნიერო პროექტში „თოვლის სკოლა“.
პროექტის მიზანია მოსწავლებში ცნობიერების ამაღლება და მეცნიერების სწავლება კლასგარეშე აქტივობებით. გასაუბრების შედეგად შერჩეული მოსწავლეები გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც სხვადასხვა აქტივობის შედეგად ბევრი სიახლე გაიგეს და შეისწავლეს თოვლზე.
პროექტი ორგანიზებულია ამერიკელი მეცნიერის ჯეიმს ფრანკენფილდის მიერ, რომელმაც ეს პროექტი პირველად საქართველოში, ჩვენ სკოლაში განახორციელა.
პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.