15 აპრილი, 2022 23:25
ქართული ენის კვირეულის ფარგლებში თამარ მეფის სახელობის გინმაზიაში მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
ქართული ენის დღისადმი მოძღვნილი კვირეულის ფარგლებში თამარ მეფის სახელობის გინმაზიის ყველა კლასში ქართული ენის გაკვეთილი ამ მეტად მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა.
V ბ კლასმა, (პედაგოგი ლეილა სამხარაძე) საინტერესო ღონისძიება შემოგვთავაზა, “ოდა ქართულ ანბანს”. ბავშვებმა წარმოადგინეს საინტერესო ლიტერატურული კომპოზიცია.
მოსწავლეებს მიესალმა და ქართული ენის დღე მიულოცა გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაყვალა ანთაძემ.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ მერვე კლასის მოსწავლეები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ქართული ენის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში.
გიმნაზიის ფოიეში გამოფენილია ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი პროექტები. კვირეული გრძელდება.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია