GE
2 მარტი, 2018 17:30

რატომ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა – სკოლის შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა 2003 წელს დაარსდა. სკოლა მდებარეობს წიწვოვან ტყე–პარკში, სადაც მოწყობილია ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, თანამედროვე კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სამედიცინო კაბინეტი. სკოლა უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, კვებასა და საიმედო, კომფორტულ სატრანსპორტო მომსახურებას თბილისის ყველა უბანში.

გამოსაშვები თუ საატესტატო გამოცდების შედეგებით, კონფერენციებსა თუ ოლიმპიადებზე მიღწეული წარმატებებით სკოლა მუდმივად ლიდერია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში.

პირდაპირი ორმხრივი ურთიერთობები წამყვან უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა არის გარანტია იმისა, რომ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის აბიტურიენტები დაფინანსებას მოიპოვებენ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.

სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად უზრუნველყოფს ელექტრონული სწავლების მეთოდის განხორციელებას, მუდმივად ზრუნავს მოსწავლის შემეცნების დონის ამაღლებასა და ჩართულობაზე სწავლის პროცესში.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა – TOEFL-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სკოლებიდან მხოლოდ ჩვენს სკოლას მიენიჭა აღნიშნული ლიცენზია.

გერმანული ენის დანერგვის შემდეგ, სკოლა აქტიურად ჩაერთო პროგრამაში „Studienbrücke Deutschland“, რაც საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე განაგრძონ სწავლა გერმანიის უნივერსიტეტებში როგორც STEM-ის, ასევე Liberal Arts-ის მიმართულებით.

სკოლაში IV კლასიდან ინგლისურ ენასა და მათემატიკაში მოქმედებს საშაბათო სკოლები, ხოლო IX კლასიდან ყალიბდება STEM-ის და Liberal Arts-ის ჯგუფები.

მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთათვის დაწესებულია სასწავლო გრანტები, რისი საშუალებითაც ბევრი მოსწავლე მოიპოვებს თვითდაფინანსებას.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS