GE
15 თებერვალი, 2016 17:57

რატომ უნდა ავირჩიოთ იუჯი სკოლა (R)

იუჯი სკოლაში პირველკლასელების მიღება დაიწყო. წელს სკოლაში მიღება 80 ვაკანტურ ადგილიზეა გამოცხადებული. რატომ უნდა გააკეთოს მომავალი მოსწავლის მშობელმა არჩევანი იუჯი სკოლაზე, რა სერვისებს სთავაზობს ის დაინტერესებულ მომხმარებელს და როგორია სკოლაში მისაღები პროცედურები, ამის შესახებ სკოლის დირექტორი მანანა სანაძე საუბრობს:

სკოლის ისტორია დაარსება და განვითარების ეტაპები

-იუჯი სკოლა დაარსდა 2008 წელს.  მისი მიზანია, სწავლების თანამედროოვე მეთოდების გამოყენებით აღზარდოს განათლებული, წარმატებული და კონკურენტუნარიანი ახალგაზრდობა. სწავლების ძირითადი მიმართულებებია კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება და ჰუმანური და ლიბერალური ღირებულებების, მაღალი         სამოქალაქო შეგნების ჩამოყალიბება.

-სერვისები და შესაძლებლობები, რომელსაც სკოლა მოსწავლეს და მის მშობელს სთავაზობს

-თუკი გვკითხავთ, რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი იუჯი სკოლაზე, ჩვენ გიპასუხებთ, რომ  ამ სკოლაში თქვენი ბავშვების წარმატებული აკადემიური და პიროვნული განვითარებისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს:

  • მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა მოტივირებული გუნდი;
  • გაძლიერებული საგანმანათლებლო პროგრამები;
  • მცირერიცხოვანი კლასები – კლასში მხოლოდ 16 ბავშვი ( საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი მუშაობს ბავშვთან ინდივიდუალურად)
  • სხვადასხვა გასართობი, შემეცნებითი, ხელოვნებისა და სპორტის წრე: ჭადრაკის, კალათბურთის, ფეხბურთის, ჩოგბურთის,  მაგიდის ჩოგბურთის, რაგბის, ცეკვის, მუსიკის, ძერწვის, სასცენო ხელოვნების…
  • მოსწვლეებს ემსახურებათ მაღალი სტანდარტების შესაბამის კაფეტერია ორჯერადი კვება პირველკალასელებისთვის (საუზე,სადილი, ხილი) სადილი ყველა მოსწავლისთვის (მე-2-მე-12 კლასების ჩათვლით) სამხარი გახანგრძლივებული სწავლების ბავშვებისთვის;
  • რესურსებით მდიდარი სასკოლო ბიბლიოთეკა;
  • სკოლაში მთელი წლის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა ღონისძიება, ზეიმი, გამოფენა. მოსწავლეები ხვდებიან და ეცნობიან ჩვენი საზოგადოების წარმატებულ ადამიანებს.
  • მოსწავლეები ჩართულნი არიან კლასგარეშე აქტივობებშიც: ექსკურსიები, სპორტული შეჯიბრებები, მსვლელობები თეატრებსა და მუზეუმებში, კინოჩვენბები, კულტურული საღამოები.

-რას მიიჩნევს სკოლა ისეთ განსაკუთრებულ ფაქტორად ან მხარედ რომელიც მას გამოარჩევს კონკურენტებისგან

-იუჯი სკოლაში სწავლება  გამოირჩევა გაძლიერებული  პროგრამებით:

  • გაძლიერებული სწვალება :
  • მათემატიკაში;
  • ინგლისურში;
  • ინფორმატიკაში.

ჩვენს სკოლაში უზრუნველყოფილია ყოველდღიური კომუნიკაცია მშობლებთან: ელექტრონული ჟურნალის საშუალებით მშობელს შეუძლია მიიღოს სრული ინფორმაცია თავისი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ, მშობლებს აქვთ საკუთარი ელექტრონული გვერდი, სადაც იღებენ ინფორმაციას სკოლის ექიმისაგან, ფსიქოლოგისგან, სასადილოს დიასახლისისა  და სწავლებიბის მენეჯერისგან. მათთვის ასევე ხელმისაწვდომია მოსწავლის ელექტრონული გვერდი, სადაც განთავსებულია ცხრილი, სასწავლო კალენდარი, სილაბუსი და ყოველდღიური დავალებები.

აღსანიშნავია, რომ სკოლას ჰყავს გამოცდილი პედიატრი, რომელიც ბავშვებს უწევს სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარებას. ასევე ჰყავს ფსიქოლოგიც, რომლის კომპეტენციაში შედის ურთიერთობების დალაგება, ქცევის მართვა, კონფლიქტების განმუხტვა და ა.შ.

სასწავლო დაწესებულებას ჰყავს თანამედროოვე ტექნოლოგიით აღჭურვილი დაცვის სამსახური, რომელიც ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე.

იუჯი სკოლის მოსწავლეებს ემსახურებათ უსაფრთხო ტრანსპორტი, რომელსაც მართავენ  გამოცდილი მძღოლები.

-სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების წარმატებების შესახებ

-იუჯი სკოლაში ორიენტირებული ვართ ბავშვის განათლების ხარისხზე. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი. ჩვენ გვინდა აღვზარდოთ ისეთი ახალგაზრდობა, რომელსაც შემდგომში უპრობლემოდ შეეძლება ყველანაირი სიძნელის დაძლევა და წარმატებების მიღწევა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.

ჩვენი მოსწავლეები ბავშვობიდანვე ეუფლებიან იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც განსაზღვრავენ წარმატების ხარისხს. ჩვენ პირველი კლასიდანვე ვაცნობთ მათ თეატრს, მუზეუმს, ვასწავლით ცოდნის ფასს, საკუთარი კულტურის სიყვარულს და სხვა კულტურების პატივისცემას, პატარაობიდანვე ვაყალიბებთ მათში მოქალაქეობრივ შეგნებას. ამ ყველაფერს კი, რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევდით პროფესიონალი მასწავლებლების გარეშე. ისინი დაუზოგავად მუშაობენ, სწავლობენ ბავშვის სუსტ და ძლიერ მხარეებს და შესაბამისად, სწავლების ინდივიდულაურ მეთოდებს მიმართავენ.

-რა პერიოდში აქვს სკოლას მოსწავლეთა მიღება და როგორია სხვა სკოლიდან გადასვლის პროცედურა

-წელს ჩვენ მხოლოდ 80 პირველკლასელის მიღება შეგვიძლია. მოსწავლეების სკოლაში მიღების პროცედურას წარმართავს სასწავლო პროცესის კოორდინატორი.

მიღების პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: საბუთების შეტანა; განცხადების შევსება; სკოლასთან ხელშეკრულების/კონტრაქტის გაფორმება;

სკოლაში სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
  • 4 ფოტოსურათი დისკთან ერთად
  • დაბადების მოწმობის დედანი (ასლი ნოტარიულად დამოწმებული);
  • მშობელთა პირადობის მოწმობის ასლები;
  • ჯანმრთელობის ცნობა;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა

იმის გათვალისწინებით, რომ   გვაქვს იუჯი ბაღიც, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია  და დარჩენილია მხოლოდ 26 ადგილი.

რეგისტრაცია გრძელდება მარტის  ბოლომდე.

-მიმართვა მომავალ მოსწავლეების მშობლებს, რატომ უნდა ისწავლოსნ სწორედ ამ სკოლაში და არა სხვაგან ?!

– იუჯი სკოლის პრიორიტეტებია:

  • ცოდნა
  • თავისუფალი აზროვნება
  • წესრიგი და დისციპლინა
  • შრომისმოყვარეობა
  • მაღალი სამოქალაქო კულტურა

(R)

იუ ჯი სკოლა