19 თებერვალი, 2021 15:26
რატომ უნდა ავირჩიოთ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა – GAHS?
დაიწყო რეგისტრაცია ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში!
GAHS – არის ადგილი, სადაც მოსწავლეები იღებენ საუკეთესო ხარისხის განათლებას ამერიკული სტანდარტებით აღჭურვილ უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში.
ჩვენი, 18-წლიანი გამოცდილების სკოლის, უპირატესობებია:
- ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა არის TOEFL და SAT გამოცდების პროვაიდერი საქართველოში. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ემზადებიან აღნიშნული გამოცდებისთვის და შემდეგ მშობლიურ გარემოში აბარებენ მათ.
- ინგლისურის სწავლების მხრივ სკოლას მინიჭებული აქვს მაკმილანის (Macmillan education) აფილირებული ორგანიზაციის წევრობა. ინგლისური ენა შეისწავლება (კვირაში 10 სთ) ელექტრონული პლატფორმებით აღჭურვილი სახელმძღვანელოებით, რომელთაც აქვთ უნიკალური კოდები.
- მათემატიკის სტანდარტზემოთ სწავლება მიმდინარეობს სკოლის დირექტორის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, მამუკა მესხიშვილის, სპეციალური პროგრამით. აღსანიშნავია, რომ მის მიერ მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია ვიკიპედიის 8 კატეგორიაში.
- სკოლა არის ამერიკის მათემატიკური საზოგადოების Mu Alpha Theta-ს წევრი, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ ამერიკაში გამართულ ყველა სახეობის მათემატიკურ კონკურსში.
- STEM-ის საგნები ჩვენს სკოლაში ისწავლება გაძლიერებული პროგრამებით. სკოლას გამოცემული აქვს მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის 4 საკუთარი სახელმძღვანელო. ეს ოთხტომეული განკუთვნილია საოლიმპიადო და საკონფერენციო მომზადებისთვის.
- ,,ბიზნესი’’, ,,მეცნიერება ’’ და ,,საზოგადოება’’ ისწავლება ინგლისურ ენაზე IB სახელმძღვანელოების გამოყენებით.
- სკოლა არის საერთაშორისო ოლიმპიადების – IJSO, კონფერენციების INTEL ISEF და გამოფენების – MILSET საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. ჩვენი მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებებში. აქ მოპოვებული დიპლომები კი მათ არსებითად ეხმარება უცხოეთში სასწავლო გრანტის მოპოვებაში.
- ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა არის IMUNA-ს (გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია) პარტნიორი. ყოველწლიურად ჩვენი მოსწავლეები ახალგაზრდა დიპლომატების როლში წარდგებიან ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში.
- აღნიშნულ პროგრამებს სკოლაში უძღვებიან საუკეთესო პედაგოგები, რომელთა უმრავლესობას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი აქვს მინიჭებული. შედეგიც თვალსაჩინოა – აბიტურიენტთა ჩარიცხვების მაჩვენებლით სკოლა საუკეთესოა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის უნივერსიტეტებში.
- სკოლა მნიშვნელოვან როლს ანიჭებს არაფორმალური განათლებას. ფუნქციონირებს მრავალფეროვანი სპორტული, სახელოვნებო და ლიტერატურული კლუბები. ჩვენი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ პოპულარულ სატელევიზიო პროექტებში.
- სკოლა განთავსებულია ამერიკული სტანდარტების შენობაში, აღჭურვილია საუკეთესო ტექნიკით და, რაც მთავარია, აქვს საუკეთესო ეზო – ტყე-პარკი ასწლოვანი კვიპაროსებით.
- 2021-2022 სასწავლო წელს გადასახადი შეადგენს:
I-IV კლასებისთვის – 6000 ლარი
V-IX კლასებისთვის – 6700 ლარი
X-XII კლასებისთვის – 7500 ლარი - სასწავლო გადასახადი ითვალისწინებს მრავალ შეღავათს, მათ შორის დედმამიშვილებსა და წინასწარ ერთიან გადახდაზე. წარჩინებული მოსწავლეებისთვის მოქმედებს სასწავლო გრანტების სისტემა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს:
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა, თავისი 18- წლიანი გამოცდილებით გელით თქვენ!
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე და სკოლა დაგიკავშირდებათ.