GE
29 დეკემბერი, 2017 17:43

საახალწლო კარნავალი ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში

27 დეკემბერს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ჩატარდა კარნავალი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მე-6 კლასის მოსწავლეები.

ბავშვები ხალისით ჩაერთნენ მრავალფეროვან აქტივობებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფოკუსები, იუმორისტული სკეჩები და სხვადასხვა მუსიკალური ნომრები, გააცოცხლესსაყვარელი ზღაპრის გმირები.

28 დეკემბერს კი შეჯამდა პირველი სემესტრის შედეგები. მათგან აღსანიშნავია შემდეგი მოვლენები:

  • ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა გახდა TOEFL-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო საგამოცდო პროცესში.
  • საქართველომ იასპარეზა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დელეგაციით IJSO – ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჰოლანდიაში, რომელშიც უკვე მეორედ ორი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ.
  • ასევე მოვიდა მოწვევა სერბეთიდან ICYS – ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადიდან, სადაც ჩვენი სკოლის 12 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას საპროექტო ნაშრომებით.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს – წარმატებისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს 2018 წელი.

ქართულ -ამერიკული უმაღლესი სკოლა GAHS