GE
25 დეკემბერი, 2018 16:45

საახალწლო ზეიმი და სანტას საჩუქრები ყველას – სკოლა “აკადემოსში” წინასაახალწლო განწყობა სუფევს

სკოლა “აკადემოსში” დღეს დილიდანვე საახალწლო განწყობა სუფევდა – სანტა ყველა მოსწავლესა თუ პედაგოგს ეგებებოდა, ტკბილეულით უმასპინძლდებოდა და დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავდა.

წინა საახალწლო განწყობის შესანარჩუნებლად დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ,,საშობაო ზღაპარი” თამარ კულულაშვილისა და ნატა ჩხაიძის ხელმძღვანელობით. წელს პატარებმა განსაკუთრებული საჩუქრები მიიღეს, გარდა ბარამბოს პროდუქციისა და მანათობელი გოჭუნა პიპასი, უფროსკლასელებმა საკუთარი ხელნაკეთი ნივთები დაუმზადეს ბავშვებს.

Aris.ge - განათლება განათლება