GE
23 მარტი, 2016 15:14

,,სადუნის” მოსწავლეები ფილოსოფოს თორნიკე ქოროღლიშვილს შეხვდნენ

სკოლა ,,სადუნში” ფილოსოფოსმა თორნიკე ქოროღლიშვილმა მოსწავლეებს ლექცია წაუკითხა.

ლექციის ძირითადი სასაუბრო თემა ფილოსოფიის საკითხები იყო. ლექციის მსვლელობისას მოსწავლეებს არაერთი კითხვა გაუჩნდათ და აქტიურად ჩაერთვნენ მსჯელობაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თორნიკე ქოროღლიშვილის მოწვევა მოსწავლეთა ინიციატივით მოხდა. ამ ყოველივეს კი ორგანიზება გაუწია მე-11 კლასის მოსწავლემ, ნინო ნარეშელაშვილმა.

სკოლა სადუნი