GE
22 დეკემბერი, 2017 17:41

საფრანგეთის ელჩმა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს გადასცა პრემია ადამიანის უფლებების დარგში

2017 წლის 20 დეკემბერს, საფრანგეთის საელჩოს 2017 წლის პრემია ადამიანის უფლებების დარგში გადაეცა საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის სასწავლო ცენტრს.

2017 წლის 20 დეკემბერს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს “ადამიანის უფლებების 2017 წლის პრემიის” გადაცემის ოფიციალური ცერემონია ელჩის პასკალ მენიეს, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიასა და ადგილობრივი კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა. წელს, პრემია მიზნად ისახავდა საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ქმედებების დაჯილდოვებას. საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მოწვეულნი იყვნენ აღნიშნულ ღონისძიებაზე.

შესარჩევმა კომიტეტმა პრემია გადასცა საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს ქართული რეწვის სხვადასხვა ხელობის სწავლებისთვის. პროფესიული განათლების აღნიშნულ პროგრამაში დედაქალაქისა და რეგიონების 80 მოწაფე მონაწილეობს, რომლებიც შეისწავლიან ხის ჭრის, ქართული აბრეშუმის, თექის, ქართული მინანქრისა და ტრადიციული ტანისამოსის შექმნის ტექნიკას.

თბილისში საფრანგეთის საელჩოს “ადამიანის უფლებათა პრემიის” გადაცემა უკვე მეორედ გაიმართა. ეს პრიზი დაარსდა იმ ადგილობრივი ორგანიზაციების წახალისების მიზნით, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდამჭერ საქმიანობას აწარმოებენ და მისი მფლობელი 2000 ევროს ოდენობის პრემიით ჯილდოვდება.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი