სალომე მახარაძე: რა განსხვავებაა პიარ კამპანიასა და პოპულარობას შორის?
სალომე მახარაძე, PR-კომპანია „UP’’ -ის დამფუძნებელი და დირექტორი. აქვს პიარ სამსახურების ხელმძღვანელობის 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სხვადასხვა პერიოდში, 7 წლის განმავლობაში იყო იუსტიციის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტების ხელმძღვანელი. არის ჟურნალისტთა პროფესიული გადამზადების პოექტის „კონფლიქტების გაშუქების სკოლა“ – თანაავტორი და ხელმძღვანელი, ასევე აქვს ტელე-ჟურნალისტად მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება.
სალომე მახარაძე – სასერტიფიკატო პროგრამა (PRM) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი IBSU ტრენინგ-ცენტრი |
რა არის პიარი და ვის სჭირდება ის?
PR-ის ერთმნიშვნელოვანი განმარტება დღემდე არ არსებობს, ზოგისთვის ის ხელოვნებაა, ზოგისთვის მეცნიერება, ზოგისთვის კი უბრალოდ დარწმუნების ხელოვნება, რომელიც გრძელვადიან თანამშრომლობასა და ურთიერთობას მოიცავს. ყოველწლიურად მსოფლიოში პიარზე მოთხოვნა 25-დან 30%-მდე იზრდება, რაც იმის ნიშნავს, რომ პიარი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობაა. მისი პირდაპირი დანიშნულება კომპანიის, ორგანიზაციის, ერთი კონკრეტული ადამიანისა თუ ჯგუფის რეპუტაციაზე, საზოგადოებაში მათ მიმართ კეთილგანწობილების გაჩენაზე ზრუნვა და გრძელვადიანი კავშირის დამყარებაა. მეტი ინფორმაცია ვიკიპედიაზე..
ქვიზი: გაიგეთ როგორი მონაცემები გაქვთ და ღირს თუ არა გახდეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ?! |
რა ანაზღაურება აქვს საქართველოში პიარ მენეჯერს?
კარგი პიარ მენეჯერი ლიდერის ლიდერია. კარგი იმიჯის ქონა საზოგადოებრივი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საუკეთესო საშუალებაა, ეს კი თავის მხრივ წარმატების გარანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმიჯი ყველაზე ძვირად ფასობს. საშუალოდ, თუკი კერძო და საჯარო სამსახურებს გავაერთიანებთ, საქართველოში დღეს, პიარ მენეჯერის ანაზღაურება 3000-დან 7000 ლარამდეა.
სალომე მახარაძე: ჩემი სამუშაო გამოცილება ტელევიზია „ევრიკით“ იწყება. ერთ დღესაც უბრალოდ მივედი მის ხელმძღვანელთან და ვუთხარი, რომ გადაცემის წაყვანა მინდოდა, რაც, რა თქმა უნდა, არასერიოზულად აღიქვა, თუმცა რომ არ მოვეშვი საბოლოოდ მომცა საშუალება, რომ სტუდიაში შევსულიყავი და გადაცემა ჩამეწერა. რის შემდეგაც მოხდა ისე, რომ მე ამიყვანეს.
„ევრიკის“ შემდგომ მუშაობა ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო გადაცემაში გავაგრძელე, ვმუშაობდი ასევე ტელეკომპანია „იბერიასა“ და „მზეში“. რის შემდგომაც ტელევიზიიდან პიარ სამსახურში გადავინაცვლე და 7 წლის განმავლობაში რამდენიმე სამინისტრო მოვიარე. მათ შორის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები.
საბოლოოდ კი ჩემი საკუთარი PR კომპანია “UP” გავაკეთე, რომელიც პიარს, მარკეტინგსა და სარეკლამო სამსახურს აერთიანებს. ამასთან 2015 წლიდან ვთანამშრომლობ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრთან, სადაც ტრენინგებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის შესახებ ვატარებ.
რამდენად დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს ცუდი პიარი და როგორ უნდა გავაკეთოთ სწორი პიარი?
ს.მ.: საზოგადოებასთან ურთიერთობის არასწორად წარმართვა, ბევრად უფრო დამაზიანებელია, ვიდრე ამის საერთოდ არ გაკეთება. მაგალითად ჩვენს ქვეყანაში, ძალიან პოპულარული თემაა პოლიტიკა, თუმცა პოლიტიკური პიარი ან ნულოვანია ან უარყოფითი.
ცუდი პიარი გხდის პოპულარულს, თუმცა შედეგს უარყოფითს იძლევა. მაგალითად, თუკი რომელიმე მეწარმე უარყოფითი კონტექსტით ხდება პოპულარული, მის შესახებ ბევრი გაიგებს, თუმცა მის პროდუქციას აღარავინ იყიდის. ასე რომ, ცუდმა პიარმა შეიძლება ცნობადი გაგხადოთ, მაგრამ არა წარმატებული. უარყოფითი კონტექსტით ცნობადობას კი სჯობს, საზოგადოების მცირე ნაწილისთვის იყოთ ცნობილი და დადებითად.
პიარი არ ნიშავს, ბრჭყვიალა ქაღალდებით რაიმის შეფუთვას, ეს ნიშნავს პროდუქტის უკეთესად წარმოჩენას და საზოგადოების მოლოდინის გამოცნობას. პიარ მენეჯერმა უნდა მიაგნოს ოქროს შუალედს, ანუ გაიგოს, რა შეუძლია მას რომ გააკეთოს და რა სურს საზოგადოებას, სად არის თანხვედრა ამ ინტერესებს შორის. ეს არის კარგი პიარ მენეჯმენტი.
რამდენად საკმარისია ერთი ტრენინგი იმისთვის, რომ ვისწავლოთ სწორი პიარ კამპანიის ჩატარება და თუ იძლევა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ „საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის“ შესახებ ჩატარებული ტრენინგი ამის საშუალებას?
ს.მ.: ეს არის ერთ თვიანი ტრენინგ კურსი, რომელშიც თეორიული და პრაქტიკული დავალებები შედის და რომლის გავლის შემდგომ აუცილებლად გეცოდინებათ, ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომელსაც პიარ მენეჯერი იყენებს, ამასთან შეძლებთ განასხვავოთ სწორი და არასწორი პიარი. თითოეული ლექციის შემდგომ ტრენინგის მონაწილეებს რჩებათ ე.წ. შაბლონები, რომლებშიც სხვადასხვა სახის ინფორმაციაა მოცემული, მაგალითად როგორ უნდა გამოიყენენონ პიარის დროს სხვადასხვა ინსტრუმენტი, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ რეკლამასთან, როგორ შექმნან იმიჯი, რა განსხვავებაა პიარსა და მარკეტინგს შორის და ა.შ.
გამოცდილ პიარ მენეჯერებს ვცდილობ, საერთაშორისო გამოცდილებასთან ერთად, ჩემი 8 წლის განმავლობაში დაგროვებული პირადი გამოცილებაც გავუზიარო. ვუთხრა სად რა შეგვეშვალა და რა გამოგივიდა.
ანუ თუ თქვენ ხართ გამოცდილი პიარ მენეჯერი, აღნიშნული ტრენინგის შემდგომ მიიღებთ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში მომუშავე პიარ მენეჯერის გამოცდილებას და უამრავ ქეისს, რომელსაც სხვაგან ვერ წაიკითხავთ. თუ არ ხართ პიარ მენეჯერი და ახლა სწავლობთ ამ პროფესიას, ეს ტრენინგი დაგეხმარებათ სწრაფად აუღოთ ალღო და დააგროვოთ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ აქამდე საერთოდ არ გქონიათ შეხება პიარ მენეჯმენტთან, ეს კურსი დაგეხმარებათ, რომ სწორად შეარჩიოთ პიარ მენეჯერი და პიარ კამპანია. ტრენინგის გავლის შემდგომ არ აირევით იმაში თუ რომელია სწორი კამპანია, სად პიარ მენეჯერია საჭირო და სად მარკეტინგი.
რაც ყველაზე მთავარია, თუ სხვა პროფესიის ხართ, ტელევიზორში გამოჩენა და პოპულარობა სწორად წარმართულ საზოგადოებასთან ურთიერთობაში არ აგერევათ.
სალომე მახარაძე – სასერტიფიკატო პროგრამა (PRM) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი IBSU ტრენინგ-ცენტრი |
როგორ აფასებენ ტრენინგს მისი გავლის შემდგომ?
ნინო ჯიქია, სახელმწიფო დაცვის სპეც-სამსახურის თანამშრომელი: ჩემი სპეციფიკური სამსახურიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა და მიწევს პრესასთან კონტაქტი, ამიტომაც ნამდვილად მჭირდებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის შესახებ ტრენინგის გავლა, რომელმაც ნამდვილად ბევრი რამ მასწავლა. ტრენინგის პრაქტიკულობიდან გამომდინარე მიღებულ ინფორმაციებს წარმატებით ვიყენებ სამსახურეობრივი საქმიანობისას.
თავად სალომეს რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი და ტრენერია, რომელსაც ძალიან სწორი სტრატეგია აქვს არჩეული, რაც ყველა ტრენინგის მონაწილეს საშუალებას აძლევს მიღებული ინფორმაცია მაქსიმალურად შეითვისოს.
თორნიკე სამსონიშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი, ( სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; საჯარო ადმინისტრირება და მმართველობის მიმართვლობა ) : რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ ტრენინგით, პირველ რიგში კი თავად ტრენერით, რადგან სალომე ძალიან კარგი პროფესიონალია. ტრენინგზე წარმოდგენილი მისი პრაქტიკული ქეისები და გამოცდილებიდან მოყვანილი მაგალითები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც ინფორმაციის მიღების საშუალება. აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ და ყველას გავუწევდი რეკომენდაციას, რომ აუცილებლად გაიარონ „საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის“ ტრენინგი.
ქვიზი: გაიგეთ როგორი მონაცემები გაქვთ და ღირს თუ არა გახდეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ?! |