GE
20 მარტი, 2020 12:15

სამადლობელი წერილი სკოლა „აკადემოსს“ და მშობლების პოზიტიური შეფასებები დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით

სკოლა „აკადემოსი“, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ,16 მარტიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. აღსანიშნავია, რომ მოკლე დროში სკოლამ შეძლო დაენერგა გამართული სიტემა, რათა მოსწავლეებისთვის ონლაინ რეჟიმში სწავლება შეუფერხებლად წარმართულიყო. ამას სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელის, თამარ ორმოცაძის საჯარო მიმართვაც ცხადყოფს:

,,მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, პედაგოგებო! მინდა უკლებლივ ყველას მადლობა გადაგიხადოთ დაუღალავი შრომისა და ღვაწლისთვის, ვიცი, თითოეულისთვის როგორი შრომატევადია ეს გამოწვევა. სიახლე, დიახ, გვიყვარს, მაგრამ ასეთ დაძაბულ და სტრესულ გარემოში მუშაობას ვერც კი წარმოვიდგენდით. მოსწავლის, მშობლის და სკოლის იმედი ახლა ჩვენ ვართ. გავამართლოთ მოლოდინი! ეს ის გაკვეთილია, რომელიც ცხოვრების გაკვეთილად გვექცა ყველას.ჩვენს ზარს მოუთმენლად ელოდება ყველა -გვისმენს ბებია, ბაბუა, დედა, მამა, და-ძმა- და ვხვდებით, რომ განათლება მართლა იარაღია, მედიკამენტიც, იმედიც და განტვირთვის ყველაზე სასიამოვნო დროც კი. მოგვისმინეთ, დაგვეხმარეთ კიდეც, უკარნახეთ და “შპარგალკების” როლიც შეასრულეთ, ძვირფასო მშობლებო, ბებიკოებო, ბაბუებო! აბა, პატარ-პატარა ეშმაკობების გარეშე გაკვეთილი ვის გაუგია?! თქვენც მადლობას მოგახსენებთ თანადგომისთვის, გაგებისთვის, დახმარებისთვის.

მივმართავ სკოლა ,,აკადემოსის“ ყველა მასწავლებელს, მშობელს, თანამშრომელსა და თავად ქალბატონ თამარს- დირექტორს! მეამაყება, რომ უმოკლეს დროში გავართვით თავი დისტანციურ სწავლებას, ყველა ბარიერს დავძლევთ, ყველა ხარვეზს გამოვასწორებთ! არ იდარდოთ, ,,სიარულს სიარულით ვსწავლობთ“, – ნათქვამია სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელის თამარ ორმოცაძის პოსტში.

სკოლის ოპერატიულ და გამართულ მუშაობაზე საუბრობენ მოსწავლეების მშობლებიც, აი, როგორია მათი შეფასებები:

“დიდი მადლობა, სკოლა აკადემოსს ასეთ გამოწვევაზე სწრაფი და ხარისხნიანი პასუხისათვის. დიდი შემართებით და ხალისით ჩაერთვნენ მოსწავლეებიც, ელოდებიან ზარს, მეცადინეობენ, ურთიერთობენ. მადლობა ადმინისტრაციას, მასწავლებლებს!”

“სკოლა აკადემოსი საამაყო სკოლა – საოცარი კოლექტივით, არაჩვეულებრივი ბავშვებით და თანამშრომლების წინსვლაზე მზრუნველი დირექტორით და ადმინისტრაციით.”

“ძალიან დიდი მადლობა, ყველა პედაგოგს და დირექტორს, ქალბატონ თამარ ჩანტლაძეს!​”

“დიდი მადლობა, მთელს კოლექტივს ნამდვილად მადლობის მეტი რა გვეთქმის ნამდვილად ბევრს ნიშნავს ჩვენი შვილებისთვის რასაც თქვენ მათთვის აკეთებთ.”

Aris.ge - განათლება განათლება