GE
19 ოქტომბერი, 2021 18:51

სამოქალაქო განათლების კვირეული – CEA

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ქსელის ორგანიზებითა და საქართველოში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მხარდაჭერით, განხორციელდა სამოქალაქო განათლების კვირეული, რომელშიც თანამედროვე განათლების აკადემია აქტიურად ჩაერთო.

პროექტის მიზანი იყო სამოქალაქო განათლების ღირებულებების პოპულარიზება, მოსწავლეების ჩართულობის გაზრდა და სასკოლო ცხოვრების გააქტიურება.

კვირეულის ფარგლებში ჩვენი აკადემიის VII და IX კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს სხვადასხვა ტიპის აქტივობა, სადისკუსიო და სამუშაო შეხვედრები, რის შედეგადაც ერთობლივად შეიქმნა დემოკრატიული სკოლის მაკეტი.

ჩვენმა აკადემიამ, აღნიშნული პროექტით, გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში “ყველაზე კრეატიული კამპანია” და დაჯილდოვდა ტექნიკის ვაუჩერით.

პროექტის ფარგლებში შექმნილი მაკეტი განთავსდა აკადემიაში იმის შესახსენებლად, რომ დემოკრატიული სკოლა და ღირებულებები იქმნება მოსწავლეების, მასწავლებლების და სასკოლო საზოგადოების ყველა წარმომადგენლის ერთიანობით.

აკადემია მადლობას უხდის მასწავლებლებს, ბაია ბოლქვაძესა და ნინო ბერიშვილს, მოსწავლეთა აქტიური მხარდაჭერისთვის!

EDU.ARIS.GE - სკოლები