GE
23 დეკემბერი, 2016 12:15

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის I ტურში ქართულ-ამერიკული სკოლის ორმა მოსწავლემ უმაღლესი შედეგი აჩვენა

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში. მეორე ტურში გადავიდა 9 მოსწავლე, ამათგან მარიამ ქანაშვილმა და გვანცა ხახიაშვილმა I ტურში აჩვენეს უმაღლესი შედეგი. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა  მოსწავლეები პირადად დააჯილდოვა სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებასა და ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას.

ქართულ-ამერიკული სკოლა სამოქალაქო განათლების პედაგოგ ანჟელა ბოკუჩავასა და გამარჯვებულ მოსწავლეებს ულოცავს წარმატებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას.

ქართულ-ამერიკული სკოლა