სამოქალაქო ოლიმპიადის პირველ ტურში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 24-მა მოსწავლემ გაიმარჯვა
22 დეკემბერს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.
აღნიშულ ოლიმპიადას ორგანიზაცია ,,მოქალაქე’’ წელს მეორედ ატარებს.
გასული წლის მსგავსად ჩვენმა 24-მა მოსწავლემ გაიმარჯვა ოლიმპიადის პირველ ტურში, მათგან 7-მა კი უმაღლესი შეფასება დაიმსახურა:
მარიამ ტრიპათჰი – IX კლასი
ქეთევან ტყეშელაშვილი – X კლასი
გიორგი ახვლედიანი – X კლასი
გიორგი ტაბაღუა – X კლასი
ნიკიტა ტრიპათჰი – XI კლასი
ანა ბერუაშვილი – XI კლასი
მარიამ ვარდოსანიძე – XI კლასი
ყველა გამარჯვებულს ქალბატონმა მაია
მიმინოშვილმა გადასცა სერტიფიკატი, სამახსოვრო საჩუქარი და წიგნის მაღაზიათა ქსელის – „ბიბლუსის“ ვაუჩერი. თუმცა საბოლოო გამარჯვების მოპოვებამდე ჩვენს მოსწავლეებს II და III ტურის წარმატებით გავლა მოუწევთ.
წარმატებებს ვუსურვებთ მათ საბოლოო მიზნის მიღწევაში!