13 მარტი, 2017 12:15
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში მოსწავლეთა ლიტერატურულ თეატრს ჩაეყარა საფუძველი
2017 წლის 10 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში საფუძველი ჩაეყარა მოსწავლეთა ლიტერატურულ თეატრს, გაიმართა წინასაპრემიერო ჩვენება ოჰენრის ცნობილი ნოველისა “უკანასკნელი ფოთოლი”.
სპექტაკლი დადგა რეჟისორმა კობა სხილაძემ, მონაწილეობდნენ მოსწავლეები: ანა ირემაძე, მარიამ მაღრაძე, გიორგი სამხარაძე, ბექა კიკნაველიძე.
სპექტაკლის პრემიერა მარტის ბოლოს გაიმართება “ათონელის თეატრში”.
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულები დიდგორის ველზე იმყოფებოდნენ by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარჩინებული მოსწავლეები თრუსოს ხეობის ბანაკში იმყოფებიან by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია
-
წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადასცა by თამარ მეფის სახელობის გიმნაზია