GE
27 სექტემბერი, 2021 23:01

სასიხარულო ინფორმაცია სკოლა ,,აკადემოსის” მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის!

ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მიერ, მოსწავლეებთან ერთად მომზადებული პროექტი ბავშვთა უფლებების შესახებ, შერჩეულია სასკოლო პროექტების საუკეთესო 5-ეულში ბათუმის მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე წარსადგენად.

პროექტის ფარგლებში, სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიება ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. ორგანიზების პროცესში ჩართული იქნებიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. დაჯილდოების ცერემონიალზე სკოლას გადაეცა საჩუქრად პროექტორი და პერსონალური კომპიუტერი.

გილოცავთ ამ წარმატებას!

EDU.ARIS.GE - სკოლები