GE
1 მაისი, 2020 10:34

სახალისო ონლაინ გაკვეთილები კერძო სკოლა „აკადემოსის“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისგან

სკოლა ,,აკადემოსის” დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი COVID 19-ის წინაღმდეგ გატარებულ პრევენციულ ზომებში, რითაც ავლენენ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაღალ დონეს. ასევე აქტიურად იყენებენ ელექტრონულ რესურსებს და პედაგოგებთან ერთად მრავალფეროვანსა და თვალსაჩინოს ხდიან ონლაინ გაკვეთილებს.

“გარდა ამისა, გვთავაზობენ ლიტერატურული ტექსტების საინტერესო, ანალიტიკურ ხედვასა და თანამედროვე მოთხოვნილებებზე მორგებულ გამოხატვის ფორმებს”, – აღნიშნავენ სკოლაში.

პედაგოგები:
ანა ფანცულაია (ქართული ენა და ლიტერატურა)
მარი აბრამიშვილი, მარიამ ნიკოლეიშვილი( ინგლისური ენა)

Aris.ge - განათლება განათლება