“შავნაბადელები” ინგლისური ენის საერთაშორისო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატები არიან
რობინსონის საერთაშორისო ასოციაცია ჩვენი ქვეყნის მასშტაბით არსებული სკოლების წარმატებულ მოსწავლეებს, აძლევს შანსს დაიცვან ეროვნული ნაკრების სახელი აზერბაიჯანელ, სომეხ, უკრაინელ და უზბეკ თანატოლებთან ინგლისური ენის საერთაშორისო ჩემპიონატზე.
ამ სეზონისთვის ასოციაციამ განიხილა მრავალი კანდიდატურა, გაეცნო მონაწილეთა შედეგებს რობინსონის ტესტსა და სმარტ კონკურსში, სხვა კონკურსებში ინდივიდუალურ აქტივობებსა და ჩართულობის დონეს. აქედან გამომდინარე, მათგან მხოლოდ საუკეთესოები შეარჩია.
აღსანიშნავია, რომ გიმნაზია “შავნაბადას” 23 მოსწავლე მიიწვიეს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რაც სხვა სკოლებთან შედარებით ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
რობინსონის ტესტი შედგენილია კემბრიჯის ინგლისური ენის სწავლებისა და საგამოცდო სისტემის მსგავსი მსოფლიოს წამყვანი პროგრამების ფორმატის გათვალისწინებით.
ყველა მონაწილეს გადაეცემა რობინსონის სერტიფიკატი ტესტის თითოეულ ნაწილში დაფიქსირებული მაჩვენებლიდან გამომდინარე. სერტიფიკატი მოიცავს ინდივიდუალურად მომზადებულ უნიკალურ სარეკომენდაციო წერილს, რომელიც ასახავს აპლიკანტის კომპეტენციის დონეს ინგლისურ ენაში.