„შავნაბადელები“ მსოფლიოს საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას
გიმნაზია „შავნაბადას“ მეთორმეტეკლასელმა ლადი კაპანაძემ, მიმდინარე სასწავლო წელს, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ეროვნული გუნდის წევრი გახდა, იგი წელს ვიეტნამში ბიოლოგიის 27-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყნის სახელით წარსდგება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით ლადი გათავისუფლებულია მიმდინარე წლის ეროვნული გამოცდებიდან და 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხება სასურველ უმაღლეს სასწავლებელში.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გიმნაზია „შავნაბადას“ ორი მეთორმეტეკლასელი მიხეილ აწყვერელი და გიორგი ელიავა, დანიაში ბიოლოგიის 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ. ქვეყნის ეროვნული გუნდი ოთხი წევრისგან შედგებოდა, მათგან ორი ,,შავნაბადელი” მოსწავლე იყო, ხოლო გუნდის ერთი სარეზერვო წევრი, ასევე, გიმნაზიის მოსწავლე ქეთი სოლომნიშვილი იყო. ისევე როგორც ლადი, გიორგი და მიხეილი განთავისუფლდნენ ეროვნული გამოცდებიდან და 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხნენ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში.
გიმნაზია “შავნაბადა” ულოცავს ლადის და მის პედაგოგს ინგა პაქსაშვილს ამ წარმატებას, გვეამაყება რომ ასეთი მოსწავლეები და პედაგოგები გვყავს.