GE
3 მაისი, 2016 12:56

„შავნაბადელებმა“ მორიგი 100%-იანი სასწავლო გრანტები მოიპოვეს

გიმნაზია “შავნაბადას” მე-12 კლასის მოსწავლემ ანნა ვირსალაძემ ”IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადაში” პირველი ადგილი დაიკავა და IBSU-ს 100%-ი სასწავლო გრანტი მოიპოვა.

ანას ამ წარმატებას გიმნაზიის ყოფილი მოსწავლე მარიამ ჯავახიშვილი გამოეხმაურა:

mariam giunashvili“სხვა ვინ უნდა გასულიყო პირველ ადგილზე იბსუს ოლიმპიადაში თუ არა შავნაბადელი! ანა ვამაყობ მე შენით და ძალიან გამიხარდა შენი წარმატება! შენ უკვე 100% იანი გრანტით ფინანსდები, თუ ჩვენს უნივერსიტეტში გადაწყვეტ ჩაბარებას!
შავნაბედელობა მხოლოდ გამორჩეულების ხვედრია.

ასევე, დაფინანსება მოიპოვა მარიამ გიუნაშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრიატში სწავლისათვის. მან თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ჟურნალისტური წერის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, მარიამი სტაჟირებას გაივლის ტელეკომპანია რუსთავი 2-ში.

სერტიფიკატი გადაეცა ირინე მაჭავარიანსაც, რომელიც მონაწილეობას იღებდა კონკურსებში: “ადამიანი და სამართალი” და “თავისუფალი აზროვნება”.

irine machavarianiთავისუფალმა უნივერსიტეტმა გიმნაზია “შავნაბადას” მადლობის სიგელი გადასცა.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი ჭკვიანი და მიზანდასახული მოსწავლეები გვყავს. გიმნაზია “შავნაბადა” ულოცავს ანას, მარიამს და ირინეს ამ წარმატებას, მომავალში კიდევ უფრო მეტ წინსვლას უსურვებს.

ჩვენ სკოლაში ეს ერთგვარ ტრადიციადაც იქცა, ისევე როგოც მიმდინარე სასწავლო წელს. გასულ წელსაც ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სხვადასხვა უნივერსიტეტების 100%-იანი გრანტი მოიპოვეს გიმნაზიის ყოფილმა მე-12 კლასელებმა: ქეთი სოლომნიშვილმა, მიხეილ აწყვერელმა და გიორგი ელიავამ.

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა