6 მაისი, 2020 15:17
„შენ ჩემი გმირი ხარ. როგორ ებრძვიან ბავშვები კოვიდ19-ს“ – წიგნის ხმოვანი ვერსია თანამედროვე განათლების აკადემიისგან
“შენ ჩემი გმირი ხარ. როგორ ებრძვიან ბავშვები კოვიდ 19-ს“ – ასე ჰქვია საბავშვო წიგნს რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოუშვა და რომელშიც კორონავირუსსა და მისგან დაცვის მეთოდებზეა მოთხრობილი.
გამოცემაზე 50-ზე მეტი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მათ შორის, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი და წითელი ჯვარიც მუშაობდა. პროექტში ჩართული იყო 1700-მდე ბავშვი, მშობელი და პედაგოგი, რომლებიც წიგნის ავტორებს პანდემიასთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.
კერძო სკოლა თანამედროვე განათლების აკადემიის ფსიქოლოგმა ქეთევან ცინცაძემ აკადემის მოსწავლეებისთვის შექმნა აღნიშნული წიგნის ხმოვანი ვერსია.