GE
12 თებერვალი, 2021 14:01

შიდა სასკოლო პროექტი სკოლა „აკადემოსში“

სკოლა „აკადემოსი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უცხო ენების მაღალდონეზე შესწავლას. ამ კუთხით, არაერთი კლუბია შექმნილი სკოლაში, სადაც ბავშვები მუდმივად არიან ჩართულნი და ივითარებენ უცხო ენისთვის საჭირო და აუცილებელ უნარებს.

“ამჯერად, კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, ყოველკვირეული კურსის ფარგლებში, სპეციალურად ჩვენი სკოლისთვის, ჩაერთვება ამერიკელი ხელოვანი. კურსის მიზანია ვერბალური უნარ-ჩვევების დახვეწა და განვითარება.

ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია, არამხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნის მიღება!”, – აღნიშნეს სკოლაში.

Aris.ge - განათლება განათლება