25 დეკემბერი, 2020 11:00
სკოლა „აკადემოსი“ დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ, მოსწავლეები კი მეტი პოზიტივისკენ მოგვიწოდებენ
სიცილი და ღიმილი აჯანსაღებს გარემოს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას გვგვრის და წარმატების საწინდარია. კერძო სკოლა „აკადემოსის“ მოსწავლეები მოგიწოდებთ უფრო მეტი ღიმილისა და სიცილისკენ, რათა უფრო წარმატებული და ლაღი წელი იყოს 2021.
“რა ემოციებსაც კოსმოსში გავგზავნით, იგივე უკან დაგვიბრუნდება. ასე რომ, გავიღიმოთ, ახალი წელი მოდის. „აკადემოსი“ გილოცავთ! დაე, ყველა ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი განათლება, განვითარდეს და ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარონ თითოეული დღე”, – აღნიშნეს სკოლა აკადემოსის დირექციაში.
სკოლა “აკადემოსის” მოსწავლეებმა სწორედ ამ მოწოდების საფუძველზე “ღიმილის აქცია” მოაწყვეს და ვიდეოც შემოგვთავაზეს, სადაც ღიმილის და სიცილის მნიშვნელობაზე საუბრობენ.