სკოლა „აკადემოსი“ მონაწილეობს პროექტში „ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“
სკოლა „აკადემოსი“ და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მონაწილეობენ პროექტში „ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“.
“პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება, რომლის ფარგლებშიც ჩვენი მოსწავლეები აიმაღლებენ კომპეტენციებს, რაც საჭიროა დემოკრატიული საზოგადოებისთვის და ქვეყანაში სამომავლოდ თანასწორობის უზრუნველყოფისთვის. მომავალ სემესტრში ისინი იმუშავებენ პროექტზეც, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) თანამშრომლობით; საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრთან – Georgian Center for Strategy and Development-GCSD” პარტნიორობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ნორვეგიის მთავრობა”, – აღნიშნეს სკოლაში.