2 აპრილი, 2019 11:30
სკოლა ,,აკადემოსი” მოსწავლეებს სააბიტურიენტო ჯგუფებსა და საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადებას სთავაზობს
მოემზადე ეროვნული გამოცდებისთვის ,,აკადემოსთან“ ერთად!
სკოლა ,,აკადემოსი” სააბიტურიენტო ჯგუფს სთავაზობს:
- კეთილმოწყობილ გარემოს;
- პროფესიონალ პედაგოგთა გუნდს;
- საგანთა მრავალფეროვან არჩევანს (აბიტურიენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე საგანი);
- ყოველ საგამოცდო საგანში საფუძვლიან მომზადებას (რეგულარულ ტესტირებას, მიღებული შედეგების დეტალურ ანალიზს, ინდივიდუალურ, დამატებით მუშაობას);
- თითოეული საგნის სავალდებულო საათები გაიზრდება საჭიროების მიხედვით (გავითვალისწინებთ ცოდნის დონეს),
სააბიტურიენტო ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სკოლაში მოემზადონ და ჩააბარონ საერთაშორისო დონის სასერტიფიკაციო გამოცდები:
- TOEFL, FCE, CA (ADVANCED), IELTS;
- აქედან TOEFL და IELTS ვალიდურია მთელ მსოფლიოში, ხოლო FCE, CA ევროპასა და აზიაში;
- IELTS-ის ქულები ცვალებადია უნივერსიტეტების მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 5.5 გამოცდის საერთო ჯამი ოთხივე კომპონენტში (reading ,writing, listening,speaking) მისაღებია ევროპის უნივერსიტეტებისთვის, ინგლისის, ირლანდიისა, ამერიკის და ზოგიერთი ევროპის უნივერსიტეტისთვის ვალიდურია მინიმუმ 6.5 თვითოეულ კომპონენტში;
- ამ გამოცდებიდან ერთ-ერთის ჩაბარების შემთხვევაში მოსწავლე ავტომატურად მოხსნილია ინგლისური ენის ნებისმიერი გამოცდიდან (მათ შორის მაგისტრატურის, დოქტორატურისა და სამსახურის გასაუბრების ტურის შემთხვევაშიც), ასევე საქართველოში რომელიმე უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში, ანუ იგი აღარ აბარებს სასურველ უნივერსიტეტში შიდა გამოცდებს და დასაგროვებელ კრედიტებს ანაწილებს მისთვის სასურველ საგნებზე;
- ასევე სკოლა გთავაზობთ BEC (კემბრიჯის სერტიფიკატი ინგლისურში), რომლიც ვალიდურია უნივერსიტეტებში, მით უმეტეს ბიზნესის გარემოში სამსახურის დაწყებისას.
სკოლა “აკადემოსის” მე-12 კლასელებისთვის (სააბიტურიენტო ჯგუფისთვის) ეს პროგრამები ფინანსდება სკოლის მიერ, ხოლო რაც შეეხეება ინგლისურენოვან პროგრამებს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია იაროს ამ პროგრამებზე ჩვენს სკოლაში.