1 ოქტომბერი, 2020 17:26
სკოლა „აკადემოსი“ მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნებას ულოცავს
მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან, 1-ლ ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლას I-VI კლასების მოსწავლეები გააგრძელებენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც კერძო სკოლა „აკადემოსი“ ყოფილა. პირველი სასწავლო დღე სკოლაში ჟრიამულითა და სიხარულით სავსე იყო.
“გილოცავთ საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელებას! ბავშვების ჟრიამულმა ყველა გაგვახალისა!”, – წერს სკოლის დირექცია.