სკოლა “აკადემოსი” საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს პროექტში ჩაერთო
რატომ ვზოგავთ? ამ საკითხზე სკოლა „აკადემოსის“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თავის მოსწავლეებთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკის და მის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს (finedu.gov.ge) პროექტში ჩაერთო. პირველ ეტაპზე სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ უორკშოფი თემაზე „რატომ ვზოგავთ“, მოსწავლეებმა განიხილეს, თუ რა არის დაზოგვა და რა მიზნით ზოგავენ ადამიანები, სად და როგორ შეიძლება დაზოგვა, შემდეგ წარმოადგინეს საკონკურსო იდეები დაზოგვასთან დაკავშირებით, რომელიც პროექტის ორგანიზატორებს გადაეგზავნებათ.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!
ცნობისთვის, „მსოფლიო დაზოგვის დღე“ მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღინიშნება და საზოგადოებაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაზოგვის წახალისებას ისახავს მიზნად. მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში 2012 წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და German Sparkassenstiftung (DSIK)-ის ინიციატივითა და საბანკო სექტორის ჩართულობით ყოველწლიურად იმართება. დაზოგვის დღის სიმბოლოა ჭიანჭველა „გროვია“.