GE
31 აგვისტო, 2020 16:59

სკოლა „აკადემოსი“ საკუთარ კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ჩარიცხვების შესახებ უკვე ცნობილია. სკოლა „აკადემოსის“ კურსდამთავრებულებმა წელსაც წარმატებით გაართვეს თავი გამოცდებს და საუკეთესო შედეგები აჩვენეს. სკოლა საკუთარ კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და მათ წარმატებას უსურვებს.

“ვულოცავთ სკოლა ,,აკადემოსის” კურსდამთავრებულებს სტუდენტობას. ყველაზე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოსწავლეებმა100%-იანი , 70%-იანი და 50%-იაბი გრანტები მოიპოვეს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში: სამედიცინო უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი), თავისუფალი უნივერსიტეტი (Free university of Tbilisi), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET – International School of Economics at TSU),  კავკასიის უნივერსიტეტი (Caucasus University) და ა.შ. განსაკუთრებით მისასალმებელია სკოლის პედაგოგების თავდაუზოგავი შრომა, რომელიც მათ გასწიეს დისტანციური სწავლების პერიოდში. ნინო ჩანტლაძე, თამარ ორმოცაძე, მაია ცინცქალაძე, მთვარისა გულიაშვილი, თამარ ლაფაჩი, მარიამ აბრამიშვილი – მადლობა მათ ამ სიხარულისათვის”, – ვკითხულობთ სკოლის განცხადებაში.

Aris.ge - განათლება განათლება