18 მარტი, 2021 16:16
სკოლა ,,აკადემოსი” უკრაინის 173-ე ( კიევი ) გაძლიერებულ ინგლისურენოვან სკოლასთან ერთად საინტერესო პროექტებს ახორცილებს
სკოლა ,,აკადემოსი” თავის პარტნიორ უკრაინის N173-ე ( კიევი ) გაძლიერებულ ინგლისურენოვან სკოლასთან ერთად ახორცილებს საინტერესო პროექტებს დისტანციურად, ამჯერად ორი ქვეყნის პოეტად აღიარებულ, ლესია უკრაინკას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
ორივე მხარემ წარმოადგინა საინტერესო ინფორმაცია და პრეზენტაციები. ჩატარდა სახალისო ინტელექტუალური თამაში საქართველო-უკრაინის ურთიერთობის შესახებ.
ჩვენთვის საამაყოა ლესია უკრაინკას ცნობილი სიტყვები ,,მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველობას”.
საკომუნიკაციო ენა გახლდათ ინგლისური.