GE
2 ნოემბერი, 2020 10:20

სკოლა „აკადემოსის“ დამფუძნებლ იზა ჩანტლაძის ნაშრომი საქართველოს ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი

სკოლა ,,აკადემოსის” დამაარსებლის, პროფესორ იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იზა ჩანტლაძის ნაშრომი – ორტომეული წარდგენილია საქართველოს ეროვნულ პრემიაზე.

ქართველოლოგიის ეს მნიშვნელოვანი შენაძენი – ორტომეული მონოგრაფია კოდორის ხეობის სვანური მეტყველების შესახებ, მომზადებული პროფესორი იზა ჩანტლაძის ავტორობითა და ხელმძღვანელობით.

ნაშრომის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სამენოვანი სვანურ-ქართულ-გერმანული ლექსიკონი, რომლის თანაავტორი და გერმანული ნაწილის შემსრულებელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ქართველოლოგი პროფესორი ჰაინც ფენრიხი.

,,კოდორული ქრონიკები” (გამოკვლევებითურთ) 2007-2010 და ,,კოდორული სვანური” (გამოკვლევები, ლექსიკონი, ტექსტები) 2020 – წარუშლელ, სასახელო ფურცლად დარჩება საქართველოს ისტორიას. ჩვენ წინაშეა ფრიად სოლიდური ორტომეული ნაშრომი სვანური ენის კოდორული მეტყველების შესახებ და ის ღირსეულად წარმოადგენს თანამედროვე ქართველოლოგიას ფართო სამეცნიერო ასპარეზზე”, – ამონარიდი საქართველოს ეროვნული პრემიის წარდგინების ტექსტიდან, ავტორი აკადემიკოსი ავთანდილ არაბული.

სკოლა “აკადემოსი” წარმატებას უსურვებს იზა ჩანტლაძეს თავის მოწააფებთან ერთად (ქეთევან მარგიანი-სუბარი, რუსუდან იოსელიანი, ქეთევან-მარგიანი-დადვანი).

Aris.ge - განათლება განათლება