GE
24 ოქტომბერი, 2018 15:51

სკოლა “აკადემოსის” დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გასვლითი ტური კაჭრეთში მოაწყვეს

როგორც უკვე ცნობილია, სკოლა ,,აკადემოსის” ყველა მოსწავლე ჩართულია USAID-ის საერთაშორისო პროექტში.

სკოლის შიდასასკოლო პროექტის ფარგლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მოაწყვეს გასვლითი ტური კაჭრეთში, კერძოდ, ,,აისის” პროფესიულ სასწავლებელში, სადაც იწარმოება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია.

“ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ვიზიტის მიზანი იყო, რომ გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ჯანსაღი ცხოვრებისა და კვების მნიშვნელობას. პროფესიული სასწავლებელის თანამშრომელთა ინიციატივით პატარები ჩაებნენ პურის ცხობის, ჩურჩხელებისა და ფელამუშის მზადების პროცესში”, – გვითხრეს სკოლის ადმინისტრაციაში.

Aris.ge - განათლება განათლება