5 მაისი, 2021 10:33
სკოლა ,,აკადემოსის“ დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ შიდასასკოლო პროექტში – ,,ყველაზე მზრუნველი კლასი“
მცენარეებთან ურთიერთობა მოსწავლეებს ეხმარება სამყაროს უკეთ აღქმაში. ისინი სწავლობენ მზრუნველობასა და ცოცხალი ორგანიზმების მოვლას.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, ბუნების პედაგოგის ინიციატივით, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ შიდასასკოლო პროექტში – ,,ყველაზე მზრუნველი კლასი“. ისინი თავად რგავენ მცენარეებს სკოლის ტერიტორიაზე და თავადვე უვლიან.