GE
1 აპრილი, 2020 11:17

სკოლა „აკადემოსის“ დირექციის გადაწყვეტილებით მოსწავლეები ინგლისურისა და TOEFL-ის კლუბებშიც დისტანციურად ჩაერთვებიან

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო სკოლა „აკადემოსი“ პირველივე დღიდან გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე.

გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს უტარდებათ ყველა გაკვეთილი ონლაინ რეჟიმში, სკოლის დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება დისტანციურად მოახდინოს მოსწავლეების ჩართულობა ინგლისურის კლუბსა და ტოეფელის კლუბში.

“მადლობა ჩვენს ბრიტანელ კოლეგას ალექს სუტველს (“ინგლისური წიგნი საქართველოში”- პედაგოგი) და ჩვენს პედაგოგებს მარიამ ნიკოლეიშვილსა და მარიამ აბრამიშვილს დახმარებისათვის”, – აღნიშნა სკოლის დირექციამ.

Aris.ge - განათლება განათლება