GE
7 ივნისი, 2021 12:45

სკოლა ,,აკადემოსის“ გრანტი ნიჭიერ მოსწავლეთათვის

გლობალური გამოწვევის პერიოდში ბევრ ნიჭიერ მოსწავლეს სასურველი განათლების მისაღებად პრობლემა შეექმნა. იმ მოსწავლეებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სწავლაზე, გამოირჩევიან შრომისმოყვარეობითა და ნიჭიერებით, მაგრამ არ აქვთ სწავლის მისაღებად საჭირო რესურსი (ინტერნეტი, ტექნიკური საშუალებები, ეკონომიკური თუ ოჯახური პრობლემები), სკოლა აკადემოსი უპრეცედენტო შანსს აძლევს მიიღონ სათანადო განათლება.

სკოლა მომავალი 2021-2022 სასწავლო წლისთვის აცხადებს ნიჭიერი მოსწავლეების მიღებასა და დაფინანსებას (საშუალო საფეხური).

მოსწავლეთა შერჩევა მოხდება ტესტირების გზით. შეირჩევა რამდენიმე მოსწავლე, რომელსაც სკოლა დააფინასებს 100%, 70% ,50%-იანი გრანტით.

,,დიდი იმედი გვაქვს, ამ პროექტით ბევრ მოტივირებულ მოსწავლეს დავეხმარებით. განათლებული მომავალი თაობა ძლიერი და განვითარებული ქვეყნის საწინდარია”, – აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ბმული.

EDU.ARIS.GE (განათლება)