GE
10 აპრილი, 2019 14:37

სკოლა „აკადემოსის” კიდევ ერთ პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა

სკოლა ,,აკადემოსი” ამაყობს არა მარტო ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეებით, არამედ იმ პედაგოგებითაც, რომლებმაც სწორედ აქ აიდგეს ფეხი, საინტერესო და რთული გზა განვლეს სკოლასთან ერთად წარმატების მისაღწევად.

ნონა გორგილაძე მაგისტრატურის სტუდენტი იყო, როდესაც ქალბატონ თამართან გამოცხადდა მათემატიკის პედაგოგის ვაკანტური ადგილის პოზიციაზე. დაარსებიდან სკოლის ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა ახალგაზრდა, მოტივირებული და ნიჭიერი პედაგოგების ხელშეწყობა. სწორედ ქალბატონი იზა ჩანტლაძის (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების უვადო მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი), ამ სკოლის დამაარსებლის, რეკომენდაციით მისი ყოფილი სტუდენტები (ნინო ჩანტლაძე, თამარ ორმოცაძე, ნინო კვარაცხელია, მაია ცინცქალაძე, ინა ვერძეული, ნათია ფერაძე, ანა ენუქიძე, ხათუნა სხირტლაძე. . .) აღწევენ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში. მიზანი მიღწეულია მცირე დროში – ყველა პედაგოგმა დამსახურებული მასწავლებლის სტატუსი მიიღო.

ახალგაზრდა პედაგოგს, ნონა გორგილაძეს, სკოლა დიდი სიამაყით ულოცავს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს. ,,მრავალი წარმატება მოგველოცოს ჩვენო საამაყო და საყვარელო პედაგოგებო!” – აღნიშნულია სკოლის მილოცვაში.

 

Aris.ge - განათლება განათლება