28 სექტემბერი, 2021 15:27
სკოლა “აკადემოსის“ მასწავლებელი, UNICEF-ის სასკოლო პროექტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა
სკოლა “აკადემოსის“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, UNICEF-ის მიერ ორგანიზებული სასკოლო პროექტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. პროექტს, რომელიც ბავშვთა უფლებების შესახებ სასკოლო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს, ჩვენი პედაგოგი თავის მოსწავლეებთან ერთად 2021-2022 სასწავლო წლის მანძილზე განახორციელებს.
დაჯილდოების ცერემონიალი ბათუმში მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“ შედგა. ჩვენს პედაგოგს საჩუქრად გადაეცა ტექნიკა, რომელსაც სკოლა სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას გამოიყენებს.
წინ საინტერესო სასწავლო წელი გველოდება! მოსწავლეები კონფერენციას დისტანციურად ესწრებოდნენ