GE
12 ნოემბერი, 2020 11:06

სკოლა „აკადემოსის“ მე-7 კლასელები უფრო ვრცლად ეცნობიან სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებს

სკოლა „აკადემოსის“ მეშვიდე კლასში მოსწავლეები უფრო ვრცლად ეცნობიან სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებს. სიტყვით საჩვენებელი მაგალითი რამდენიმე იგავის გაცნობითა და გააზრებით იხილეს მოსწავლეებმა: ,,კუ და მორიელი”, ,,კუ და კურდღელი”, ,,უგუნური მცურავი”, ,,სოფლის მაშენებელნი”, ,,კაცი და გველი”, ,,ძალა ერთობაშია”.

“ამ თავის შესწავლა მიზნად ისახავდა, უპირველეს ყოვლისა, იგავ-არაკის, როგორც ლიტერატურული ჟანრის, შესახებ ცოდნის გაღრმავებას. ასევე გათავისებას იმ მორალურ-დიდაქტიკური დანიშნულებისა და მოტივებისა, რომლებიც მთავარ ხაზად გასდევს თითოეულ ტექსტს! ნაწარმოებთა მთავარი სათქმელისა და შინაარსის მიხედვით, ბავშვებმა აირჩიეს სასურველი იგავები და შექმნეს ილუსტრაცია, ნახატი, ან მიუსადაგეს ფოტო!”, – აღნიშნა პედაგოგმა, მარი დონდოლაძემ.

Aris.ge - განათლება განათლება